მარტივი სატელეფონო სტატისტიკა ქოლცენტრის გამართვის გარეშე

მარტივი სატელეფონო სტატისტიკა ქოლცენტრის გამართვის გარეშე სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებლისთვის კვლავ ყველაზე სასურველ კომუნიკაციის ფორმად რჩება. თანამედროვე ბიზნესის წარმოება კი საკონტაქტო ნომრის გარეშე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ჩვენს პრაქტიკაში, სატელეფონო სტატისტიკაზე წვდომა, ზარების ჩანაწერების შენახვისა და ჩამოწერის ფუნქციები, ყველაზე პოპულარულ მოთხოვნებია, თუმცა მცირე ზომის კომპანიების დიდ ნაწილს (1-3 შიდა სატელეფონო ნომრით), ჯერ არ სურს სრული სატელეფონო ქოლცენტრის აწყობა. […]
რას მივაქციოთ ყურადღება სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას?

რას მივაქციოთ ყურადღება სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას? მანამ, სანამ სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის მომსახურებაზე ვისაუბრეთ, ჯერ განვმარტოთ რას წარმოადგენს ეს სერვისი და რა უპირატესობები გააჩნია მას. ვოიპ ტელეფონია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პოპულარული ინდუსტრიაა, რადგან დღესდღეობით, ეფექტური ქოლცენტრის გამართვა და ოპერირება წარმოუდგენელია თანამედროვე სატელეფონო ფუნქციების გარეშე. სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი წარმოადგენს ვოიპ ტელეფონიის ნაირსახეობას, სადაც თქვენ […]
როგორ ავამაღლოთ გაყიდვები ქოლ ცენტრის მეშვეობით

როგორ ავამაღლოთ გაყიდვები ქოლ ცენტრის მეშვეობით ქოლ ცენტრებიდან გაყიდვების წარმოება, საკმაოდ რთული პროცესია. ეს გასაგებიცაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ქოლცენტრს ძირითადად, კითხვებზე პასუხის მისაღებად, ან არსებული პრობლემის გადაჭრისათვის გზის მოსაძიებლად უკავშრდება. მიუხედავად ამისა, თუკი კომპანიები მოახდენენ საკუთარი ქოლცენტრის გაყიდვებზე ორიენტირებას, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ გაყიდვების ამაღლება, არამედ მომხმარებლებთან უფრო სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება. იქიდან გამომდინარე, […]
როგორ ავირჩიოთ მუსიკა დალოდების რეჟიმისათვის?

როგორ ავირჩიოთ მუსიკა დალოდების რეჟიმისათვის? თანამედროვე VoIP სატელეფონო სისტემების განვითარებამ ნებისმიერი ზომის კომპანიას საშუალება მისცა ისარგებლოს ზარის დალოდების რეჟიმით. VoIP ტელეფონიის საშუალებით, მომხმარებლებისაგან უამრავი ზარის ერთდროულად მიღებაა შესაძლებელი, თუმცა, ოპერატორთა ნაკლებობის გამო, უმეტესი მათგანი სატელეფონო რიგში დგას. მოლოდინის რეჟიმში მუსიკის გამოყენების ფუნქცია, ხელს უწყობს მომხმარებლების ხაზზე შენარჩუნებას, რაც ნიშნავს ნაკლებ დაკარგულ ზარს და შესაბამისად – […]
გჭირდებათ თუ არა ქოლცენტრი?

გჭირდებათ თუ არა ქოლცენტრი? მაინც, ვის სჭრდება ქოლცენტრი? მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი კომპანიასთან ურთიერთობის საუკეთესო გზად კვლავაც სატელეფონო ზარს ასახელებს. მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, ხშირად ამ გამოწვევას, ჩვეულებრივი ქალაქის სატელეფონო ნომრების ან კორპორატიული მობილური ნომრების აღებით პასუხობენ, ხოლო ქოლცენტრის სატელეფონო ფუნქციონალობის მოწყობას, ზედმეტად და არასაჭიროდ მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, თვლით თუ არა საჭიროდ ქოლცენტრის მოწყობას, ნებისმიერი […]
9 რჩევა, ზარების ეფექტურად გამოყენებისათვის

9 რჩევა, ზარების ეფექტურად გამოყენებისათვის როგორ გამოვიყენოთ ზარების ჩანაწერები ყველაზე ეფექტურად? ზარების ჩანაწერების მნიშნელობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის დავების წარმოებისას საკმაოდ ცნობილია, თუმცა ზარების ჩანაწერებს, საკმაოდ მნიშნელოვანი ცოდნა შეუძლია მოგვცეს მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ასამაღლებლად. ზარების ჩაწერა საუკეთესო მეთოდია იმისთვის, რომ გავიგოთ რა სურთ და რატომ გვიკავშირდებიან მომხმარებლები და დავგეგმოთ კამპანიები სწორი სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით. ზარების […]
ქოლცენტრის ინტერიერის დაგეგმარება

ქოლცენტრის ინტერიერის დაგეგმარება ქოლცენტრის ინტერიერში, მაგიდების განლაგების ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, თუმცა ამ პოსტში ჩვენ განვიხილავთ ძირითად ტიპებსა და მათ დადებით თუ უარყოფით მხარეებს. ოფისის დაგეგმარება არ მოიცავს მხოლოდ მაგიდების მაქსიმალური რაოდენობით განთავსებას, ის ასევე ეფექტური უნდა იყოს ყოველდღიური დავალებების შესრულებისათვის და წვლილი შეჰქონდეს ოფისში პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნაში. 1) კუბიკები ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ […]
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ქოლცენტრის მოწყობისას

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ქოლცენტრის მოწყობისას ახალი ქოლცენტრის მოსაწყობად, ან არსებულის რეორგანიზაციისას, საჭიროა წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით მოქმედება და რამდენიმე დეტალზე ყურადღების გამახვილება: განსაზღვრეთ ახალი ქოლცენტრის შექმნის მთავარი მიზანი უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩამოყალიბდეთ, რატომ ხსნით ახალ ქოლცენტრს ან რატომ ახდენთ ძველის რეორგანიზაციას და რა ფუნქცია- მიზნები დაევალება ამ მას. იქნება ეს ძირითადად მიმართული გამავალ ზარებზე […]
როგორ შევამციროთ ზარების მიტოვების მაჩვენებელი?

როგორ შევამციროთ ზარების მიტოვების მაჩვენებელი? ინფორმაციის ძიების დროს, არავის სიამოვნებს სატელეფონო მოლოდინის რეჟიმში დროის გატარება, სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი, ოპერატორთან დაკავშირებამდე წყვეტს ზარს, თუმცა, შესაძლოა, მათთან კომუნიკაცია, გადამწყვეტიც კი იყოს კომპანიის წარმატებულად ფუნქციონირებისათვის. მოლოდინის რეჟიმში მომხმარებელთა შენარჩუნების სტრატეგიის დაგეგმვა, საშუალებას მოგვცემს მინიმუმამდე დავიყვანოთ სატელეფონო ზარის მიტოვების მაჩვენებელი. გაყიდვების განყოფილებასა და ტექსაფორთში შემომავალ ზარებს შორის […]
როგორ ავამაღლოთ ქოლცენტრის გუნდის ეფექტურობა?

როგორ ავამაღლოთ ქოლცენტრის გუნდის ეფექტურობა? თანამედროვე ქოლცენტრის შექმნისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ ქოლცენტრის ოპერატორების დაქირავება და სატელეფონო სისტემის აწყობა. ქოლცენტრის თანამშრომლებისგან ეფექტური გუნდის შექმნა, სერვისის ხარისხის ამაღლებისათვის, ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფაქტორია. თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად დანერგვას გადამწყვეტი მნიშნელობა ენიჭება გუნდის წარმატებულ მუშაობაში, რათა მათ შეძლონ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ხარისხის სერვისის მიწოდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემის დანერგვა, […]