როგორ ავამაღლოთ გაყიდვები ქოლ ცენტრის მეშვეობით

ქოლ ცენტრებიდან გაყიდვების წარმოება, საკმაოდ რთული პროცესია. ეს გასაგებიცაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ქოლცენტრს ძირითადად, კითხვებზე პასუხის მისაღებად, ან არსებული პრობლემის გადაჭრისათვის გზის მოსაძიებლად უკავშრდება. მიუხედავად ამისა, თუკი კომპანიები მოახდენენ საკუთარი ქოლცენტრის გაყიდვებზე ორიენტირებას, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ გაყიდვების ამაღლება, არამედ მომხმარებლებთან უფრო სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება.

იქიდან გამომდინარე, რომ ქოლცენტრის მენეჯერებს პირდაპირი კავშირი აქვთ მომხმარებლებთან, პირველები ისმენენ მათ პრობლემებსა თუ კმაყოფილებაზე, ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდეს გაყიდვების რიცხვი. ასეთი ქოლცენტრი, მომხმარებლების საჭიროებებს, მოწინავე პოზიციაზე აყენებს.

ქოლცენტრის საშუელებით გაყიდვების ზრდისათვის, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

1) მოახდინეთ სატელეფონო სერვისის ოპტიმიზება

შეამცირეთ მოლოდინის დრო და დაგეგმეთ ხმოვანი ინტერაქტიული მენიუ, ზარების გადამისამართების ეფექტური ხერხების იმპლემენტირების საშუალებით კი შეამცირეთ ლოდინის დრო. თანამედროვე ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამის იმპლემენტაცია, საშუალებას მოგცემთ, სწრაფად და მარტივად მოახდინოთ სატელეფონო სისტემის იმგვარი ოპტიმიზება, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ რიგში მომხმარებლების ლოდინის დრო და აამაღლოთ მათთან კომუნიკაციის ეფექტურობა.

2) აწარმოეთ მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხისა და შედეგების მონიტორინგი

დღესღეობით შემომავალი ზარების ჩაწერა, ხარისხის კონტროლის მიზნით, საკმაოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. თუმცა, რეალობაში, ზარების ჩანაწერებს ხარისხის კონტროლისათვის კომპანიათა უდიდესი ნაწილი არ იყენებს და ძირითადად ეს პრაქტიკა სადავო ზარების შემთხვევაში პრობლემების გადაწყვეტისათვის გამოიყენება. ზარების ჩანაწერების ეფექტური გამოყენების საშუალებით, შესაძლებელია, როგორც სერვისის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე, არსებული და ახალი გუნდის წევრების ეფექტური დატრენინგება, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია ქოლ-ცენტრის მეშვეობით გაყიდვების ამაღლებისას.

3) დაატრენინგეთ ოპერატორები ჯვარედინ გაყიდვებში

გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ჯვარედინი გაყიდვებია. თუ ოპერატორი უკვე საუბრობს მომხმარებელთა არსებულ პროდუქტზე, მას შეუძლია შესთავაზოს დამატებითი სერვისი ან მომსახურება, განთავსებულ შეკვეთასთან მიმართებაში. ამისათვის აუცილებელია, ოპერატორები ზედმიწევნით იცნობდნენ კომპანიის საქმიანობას, პროდუქტებსა და შესაძლებლობას, მოახდინონ სხვადასხვა სერვისების იმპლემენტაცია ერთ აბონენტთან. მიაწოდეთ ოპერატორებს მუდამ განახლებული ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს მომხმარებელმა.

ასევე, ყურადღება მაიქციეთ ოპერატორების უკუკავშირს – რომელი პროდუქტია შედარებით პრობლემატური და რომელი მათგანი იყიდება ნაკლებად.

რაც უფრო მეტი იციან პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ოპერატორებმა და რაც უფრო ხელმისაწვდომი და ადვილად გამოყენებადია ეს ინფორმაცია, მით უფრო მარტივია ქოლცენტრის მეშვეობით გაყიდვების წარმება.

4) მოახდინეთ სატელეფონო ზარების პერსონალიზება

შექმენით თქვენი მომხმარებლების ციფრული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული ოპერატორისათვის. გააერთიანეთ მასში ყველა შეკვეთა, პრობლემა თუ საკითხი, რომელიც მათ დააფიქსირეს ონლაინ საუბრისას. ასე ოპერატორებს საშუალება ექნებათ, მოახდინონ შემდგომი ზარების პერსონალიზაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას.

მაგალითად, თუ მომხმარებელმა შეიძინა თქვენთან პრინტერი და რეკავს კონკრეტული პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ ნივთის ირგვლივ, ტქვენ შეგიძლიათ შესტავაზოთ როგორც სერვისი, ასევე დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება. ამ შემთხვევაში, გაყიდვების ზრდასთან და სერვისის გაწევასთან ერთად, ხდება მზრუნველი ურთიერთობის ჩამოყალიბება თქვენსა და მომხმარებელს შორის.

5) დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მიიღოთ დიდი რაოდენობის ერთდროულად შემომავალი ზარი

გაყიდვების ასამაღლებლად, აუცილებელია, ქოლცენტრი მომზადებული იყოს დიდი რაოდენობის ერთდროული ზარებისათვის გასამკლავებლად. ეს ოპტიმიზაცია ეხება როგორც ქოლცენტრის ტექნიკურ მხარეს, ასევე პიკის საათებში ქოლცენტრის საკმარისი რაოდენობის ოპერატორებით დაკომპლექტებას.

 ქაოსურ და გადატვირთულ სიტუაციებში, ოპერატორებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება ერთდროულად როგორც მომხმარებლების შეკითხვებზე და პრობლემებზე პასუხის გაცემა, ასევე, გაყიდვების ტექნიკების დანერგვა და რეალურ სიტუაციებში მათი გამოყენება. ამ შემთხვევისათვის, აუცილებელია, რომ იყოს წინასწარ შემუშავებულ ფორსმაჟორული გეგმები, რაც დაეხმარებათ როგორც მენეჯერებს, ასევე ოპერატორებს, გამოსავლის პოვნა არ მოხდეს სერვისის ხარჯზე.

ქოლცენტრის საშუალებით გაყიდვების წარმოება მარტივი არ არის. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და მისი დანერგვა ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორი სტრეტეგიის გატარებით უნდა მოხდეს. კარგად ოპტიმიზებული პროცესი ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს როგორც კომპანიისათვის, ასევე მომხმარებელთათვის; ეს ყველაფერი ერტად კი აამაღლებს გაყიდვებს და გაზრდის ურთიერთნდობას მომხმარებელსა და კომპანიას შორის.

Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.

WordPress Appliance - Powered by TurnKey Linux