მაინც, ვის სჭრდება ქოლცენტრი?
მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი კომპანიასთან ურთიერთობის საუკეთესო გზად კვლავაც სატელეფონო ზარს ასახელებს. მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, ხშირად ამ გამოწვევას, ჩვეულებრივი ქალაქის სატელეფონო ნომრების ან კორპორატიული მობილური ნომრების აღებით პასუხობენ, ხოლო ქოლცენტრის სატელეფონო ფუნქციონალობის მოწყობას, ზედმეტად და არასაჭიროდ მიიჩნევენ.
მიუხედავად იმისა, თვლით თუ არა საჭიროდ ქოლცენტრის მოწყობას, ნებისმიერი კომპანიას, რომელთანაც მომხმარებლები სატელეფონო ზარებს ანხორციელებენ, უკვე აქვს ქოლცენტრი. მომხმარებლებისათვის სულ ერთია ზარზე პასუხად გაბმულ ზუმერს მიიღებენ თუ პროფესიონალურად ჩაწერილ მისალმების მესიჯს, მათ წარმოდგენით ისინი უკვე უკავშირდებიან კომპანიის ქოლცენტრს და ამ ორი მისალმების მეთოდს შორის მომხმარებლებისთვის ერთადერთი სხვაობა მოსალოდნელი სერვისის ხარისხია.
დამკვიდრებული წარმოდგენების მიუხედავად, ნებისმიერი ზომის კომპანია ქოლცენტრის ფუნქციების იმპლემენტაციით უფრო მეტ სარგებელს ნახულობს, ვიდრე მის გარეშე. გთავაზობთ 5 უპირატესობას, რასაც ქოლცენტრის სერვისის იმპლემენტაციით მიიღებთ:
1) თანხების დაზოგვა:
ხშირად VoIP სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას, კომპანიების სატელეფონო ხარჯები ნახევრდება, რადგან მსგავსი სერვისები გვაძლევს გაცილებით დაბალ ტარიფს მობილურ ოპერატორებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან განხორციელებულ ზარებზე.
გარდა ამისა, ხშირად მცირე ზომის კომპანიებს არა აქვთ ფუფუნება დაკარგონ მომხმარებელი უპახუსო ზარების გამო, შესაბამისად, მათთვის მომხმარებელთა დალოდების რეჟიმის იმპლემენტაციას და მრავალარხიან სატელეფონო ნომრებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მსხვილი კომპანიებისათვის.
სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის იმპლემენტირება მინიმალურ საწყის დანახარჯებთანაა ასოცირებული და კომპანიებს საშუალება აქვთ ოფისის ლოკაციის შეცვლის შემდგომ, თან წაიღონ როგორც სატელეფონო ნომერი და მთლიანად აწყობილი და მუშა სისტემა, რაც ხელს უწყობს სტაბილური სერვისის ხარისხის შენარჩუნებას გარემო პირობებისდა მიუხედავად.
2) მაღალი ხარისხის სერვისზე წვდომა ხელს უწყობს მომხმარებლების ლოიალობას
როგორც ვთქვით, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც კომპანიაში რეკავს, საკუთარ წარმოდგენაში უკვე უკავშირდება ქოლცენტრს. ხმოვანი მისალმება და დალოდების მესიჯი, სატელეფონო ზარზე სწრაფად პასუხი, მომხმარებელს პოზიტიურად განაწყობს კომპანიის მიმართ. კვლევებით დასტურდება, რომ კომპანიებს დაახლოებით 7-ჯერ უფრო იაფი უჯდებათ არსებული მომხმარებლების შენარჩუნება, ვიდრე ახლების მოზიდვა.
სერვისით კმაყოფილი მომხმარებლები, ხშირად უზოგავენ კომპანიას მარკეტინგულ კამპანიაზე დახარჯულ თანხებს, რამდენადაც კმაყოფილი მომხმარებლის მიერ გაცემულ რეკომენდაციას უფრო დადებითი შედეგი აქვს ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, ვიდრე თუნდაც ყველაზე წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიას.
ისეთი მარტივი და იაფი სერვისის იმპლემენტაციით, როგორიცაა ქოლცენტრის ფუნქციონალობა, შეგიძლიათ გამორჩეული სერვისი მიაწოდოთ თქვენს მომხმარებლებს, აამაღლოთ ნდობა და მოახერხოთ იყოთ გამორჩეული სერვისის მიმწოდებელი თქვენს კონკურენტებს შორის.
3) მოაგროვეთ მეტი ინფორმაცია თქვენი მომხმარებლების შესახებ
ქოლცენტრის ფუნქციონალობა და ზარების ჩანაწერების ანალიზი, საშუალებას გაძლევთ, მოაგროვოთ ინფორმაცია თქვენი მომხმარებლების შესახებ და შექმნათ უნიკალური ბაზა. ასე თქვენ შეძლებთ გქონდეტ ინფორმაცია მათ მოლოდინებზე, კმაყოფილებაზე, შეფასებებსა თუ სხვა.
მსგავსი ინფორმაციის მოგროვება და მონაცემთა ბაზების შექმნა, მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისათვის, ის კარგ გზამკლვლევს გაძლევთ, თუ როგორ დაგეგმოთ სერვისებისა და პროდუქტების განვითარება საუკეთესო შედეგებისათვის.
4) მოაგროვოთ მეტი ინფორმაცია საკუთარი სერვისების შესახებ
თანამედროვე ქოლცენტრის ფუნქციების მეშვეობით, შეგიძლიათ შეაფასოთ საკუთარი სერვისების ეფექტურობა და აღმოაჩინოთ სისუსტეები, სამომავლო გაუმჯობესების მიზნით.
გაზომავთ მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობას და დააზუსტებთ, თუ რამდენად გაიზარდა შემომავალი ზარები აღნიშნული კამპანიის დროს, შეძლებთ დაადგინოთ აუდიტორიის ტიპი და სწორედ მათთვის დაგეგმოთ სამომავლო აქტივობები.
5) სატელეფონო სისტემის ზომების ცვლილება მარტივად
სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი საშუალებას გაძლევთ გქონდეთ გამართული და მაღალფუნქციური ქოლცენტრი თუნდაც 1 ტელეფონიანი სისტემისათვის. კომპანიის შემდგომი განვითარების შემთხვევაში, შეგიძლიათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მოახდინოთ ტელეფონების დამატება ზედმეტი ხარჯების გარეშე, თქვენი სისტემის ტექნიკურ გამართვას კი ჰოსტინგის პროვაიდერი უზრუნველყოფს.
სეზონური ბიზნესის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ უპრობლემოდ გაზარდოთ ტელეფონების რაოდენობა აქტიურ სეზონზე და შეამციროთ მისი დასრულებისას, რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ სააბონენტო ხარჯი და გადაიხადოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც კონკრეტული სეზონისათვის გესაჭიროებათ. პროცედურა მარტივი და უმტკივნეულოა, სატელეფონო ზომების ცვლილება კი მინიმალურ დროშია შესაძლებელი.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, ქოლცენტრის ფუნქციონირება, სრულებით არ არის ფუფუნების საგანი. VoIP პროვაიდერების სიმრავლე კი იმის გარანტია, რომ თითქმის ყველა ბიზნესი შეძლებს მიიღოს საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული სერვისი.
Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.