მანამ, სანამ სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის მომსახურებაზე ვისაუბრეთ, ჯერ განვმარტოთ რას წარმოადგენს ეს სერვისი და რა უპირატესობები გააჩნია მას.
ვოიპ ტელეფონია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პოპულარული ინდუსტრიაა, რადგან დღესდღეობით, ეფექტური ქოლცენტრის გამართვა და ოპერირება წარმოუდგენელია თანამედროვე სატელეფონო ფუნქციების გარეშე.
სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი წარმოადგენს ვოიპ ტელეფონიის ნაირსახეობას, სადაც თქვენ არ გიწევთ სატელეფონო სადგურის შეძენა, გამართვა და მისი შემდგომი მოვლა. სისტემის სრული გამართვა ხდება ვოიპ პროვაიდერის სერვერებზე, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს სწრაფად, იაფად და ტექნიკური შეფერხებების გარეშე ისარგებლონ ყველა თანამედროვე ფუნქციით, მოახდინონ გეოგრაფიულად დაშორებული ოფისების ერთ, შიდა სატელეფონო ქსელში გაერთიანება და აიღონ კონტროლი საკუთარი სატელეფონო სერვისის ხარისხზე.
სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურებას, მრავალი პროვაიდერი გთავაზობთ, თუმცა რომ გაიგოთ, როგორ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი, იხილეთ ქვემოთ მოცემული ხუთი რჩევა:
1) წვდომა ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემაზე
ქოლცენტრი არ წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მიიღოთ და გადაამისამართოთ შემოსული ზარები. ქოლცენტრის სერვისის ხარისხზე კონტროლის ასაღებად, აუცილებელია შემოთავაზებას თან ერთვოდეს ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემაზე წვდომა, რისი საშუალებითაც შეძლებთ აკონტროლოთ ყველა მნიშნელოვანი სტატისტიკური მონაცემი, იქნება ეს ნაპასუხარი და უპასუხო ზარების რაოდენობა, სატელეფონო რიგში მოლოდინის დრო, ოპერატორების რეაგირების ჯამური/საშუალო დრო, სატელეფონო სისტემის დატვირთვა დღე-ღამისა თუ კვირის კონრეტულ მონაკვეთებში. ამგვარ სტატისტიკაზე წვდომით, აამაღლებთ სატელეფონო სერვისის ხარისხს და თავიდან აირიდებთ შემომავალი ზარების დანაკარგს.
2) ინტერგრაცია არსებულ CRM სისტემებთან
კომპანიების დიდი ნაწილი უკვე იყენებს CRM სისტემას საკუთარ ქოლცენტრში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა ინტეგრირებული იქნას არსებულ CRM-ებთან, რაც გაამარტივებს მის მართვას და მოახდენს პროცესების უნიფიცირებას. თუ კომპანიაში უკვე იყენებთ, ან გეგმავთ რომელიმე CRM სისტემის დანერგვას, სატელეფონო ჰოსტინგის არჩევისას დარწმუნდით, რომ ის ინტეგრირებადი იქნება თქვენთან არსებულ CRM სისტემასთანაც.
3) მოქნილი არქიტექტურა
ქოლცენტრი სწრაფად ცვლადი გარემოა, რომელიც მუდმივ ოპტიმიზაციასა და დახვეწას მოითხოვს. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ არჩეულ საჰოსტინგო სისტემაში სწრაფად არის შესაძლებელი მრავალფეროვანი ცვლილებების შეტანა, იქნება ეს ქოლცენტრის ოპერატორების, შიდა ნომრების თუ განყოფილებების დამატება ან ამოკლება, ზარის გადამისამართების მარშრუტების შეცვლა, მისალმების მესიჯების, მუსიკისა თუ ხმოვანი მენიუს ცვლილება და ა.შ. აუცილებელია, რომ სწრაფად და უმტკივნეულოდ და რაც მთავარია ზედმეტი ხარჯების გარეშე შეძლოთ ცვლილებების შეტანა.
4) მონაცემებზე სწრაფი წვდომა
სატელეფონო ზარების ჩაწერა, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, დღედღეობით ინდუსტრიის სტანდარტად მიიჩნევა. საკუთარი სატელეფონო სადგურის გამართვის შემთხვევაში, ყველა ზარის ჩაწერა, კომპანიის საკუთრებაში არსებულ სერვერებზე ხორციელდება, თუმცა სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევისას, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ როგორც ზარების ჩანაწერებზე, ასევე ნებისმიერ სხვა სტატისტიკურ მონაცემზე სწრაფი და ადვილი წვდომა გაქვთ. ამის ერთ-ერთი გარანტი კი მრავალფეროვანი ფილტრებისა და საძიებო პარამეტრების მითითების საშუალებაა.
5) მიმდინარე სატელეფონო ზარებში ჩართვის საშუალება
ეს მძლავრი სატელეფონო ფუნქცია დაგეხმარებათ მოახდინოთ ქოლცენტრის ახალი წევრების სწრაფი დატრენინგება, ასევე ქოლცენტრის მენეჯერებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ და გააკონტროლონ მიმდინარე პრობლემური ზარები და შესაბამისად, მყისიერი რეაგირებით მოახერხონ სიტუაციის განმუხტვა და ხელი შეუშალონ ამ ზარების სადავო ზარებად გადაქცევას.
სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევა, ათავისუფლებს კომპანიებს ზედმეტი ხარჯების, სისტემის აწყობისა და მოვლისაგან გამომდინარე თავის ტკივილისგან.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სერვისი გულდასმით შეარჩიოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენთვის სასურველი ყველა ფუნქცია ხელმისაწვდომი ტექნიკური გაუმართაობის გარეშე იქნება.
Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.