ქოლცენტრის ინტერიერის დაგეგმარება

ქოლცენტრის ინტერიერში, მაგიდების განლაგების ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, თუმცა ამ პოსტში ჩვენ განვიხილავთ ძირითად ტიპებსა და მათ დადებით  თუ უარყოფით მხარეებს.

ოფისის დაგეგმარება არ მოიცავს მხოლოდ მაგიდების მაქსიმალური რაოდენობით განთავსებას, ის ასევე ეფექტური უნდა იყოს ყოველდღიური დავალებების შესრულებისათვის და წვლილი შეჰქონდეს ოფისში პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნაში.

1) კუბიკები

ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაგეგმარებაა, სადაც დიდი მაგიდა დაყოფილია ცალკეული პანელებით, რაც მომცრო ზომის კვადრატულ სამუშაო სივრცეებს ქმნის.

დადებითი მხარეები:

  • მსგავს დაგეგმარებაში საკმაოდ ეფექტურად ხდება საოფისე სივრცის ათვისება, რამდენადაც, კვადრატული ბლოკები ყველაზე ნაკლებ შეუვსებელ სივრცეს ტოვებს, მარტივად იმალება კაბელები და გადაადგილებაში არავის უშლის ხელს;
  • ხმაურის შემცირება. ქოლცენტრის ოპერატორებს შორის სპეციალური პანელებია განლაგებული. ეს ახშობს საერთო ფონურ ხმაურს და მომხმარებლებთან კომუნიკაცია მარტივდება;
  • მსგავსი საოფისე ავეჯის შეძენა შედარებით იაფი გადაწყვეტილებაა და დიდ საწყის ხარჯებს არ მოითხოვს.

უარყოფითი მხარე

  • საოფისე სივრცის მსგავსად დაგეგმარება საკმაოდ შეზღუდულ და კლაუსტროფობიულ სივრცეს ქმნის. მთელი დღის მცირე ზომის „ყუთში“ გატარება, შესაძლოა, საკმაოდ დამთრგუნველი იყოს ოპერატორებისათვის. ეს დიდი ალბათობით, თანამშრომლების გადაღლას და ხშრ ცვლას გამოიწვევს.

2) ქოლცენტრის მენეჯერის ამაღლებული სამუშაო მაგიდა

მსგავსი სამუშაო სივრცე იმგვარადაა დაგეგმარებული, რომ ქოლცენტრის მენეჯერის სამუშაო მაგიდა დანარჩენ სამუშაო მაგიდებზე რამდენიმე ათეული სანტიმეტრით მაღლაა განთავსებული. ეს მენეჯერს საშუალებას აძლევს კარგად აკონტროლოს ქოლცენტრში არსებული სიტუაცია.

დადებითი მხარეები

  • მსგავსი განლაგება ქოლცენტრის მენეჯერს საშუალებას აძლევს კარგად დააკვირდეს რა ხდება ოფისში და შესაბამისად, სწრაფად შეამჩნიოს თუკი ქოლცენტრის რომელიმე ოპერატორს რაიმე სახის დახმარება სჭრდება.
  • ამარტივებს ქოლცენტრის მენეჯმენტს, რამდენადაც მას მუდმივად არ უწევს ადგომა და ოფისის შემოვლა, ოფისში მიმდინარე მოვლენებს შეუძლია საკუთარი მაგიდიდანვე დააკვირდეს და შესაბამისად მოახდინოს პრობლემების უფრო სწრაფი და ადვილი მენეჯმენტი.

უარყოფითი მხარეები

  • პრივატულობის დაკარგვა. თუკი ამის პარალელურად კუბიკების სისტემაა გამოყენებული, ამაღლებული მაგიდიდან ქოლცენტრის მენეჯერს ხშირად არ შეუძლია დანახვა იმისა, თუ რა ხდება ოფისში, ხოლო კუბიკებში გამყოფების ჩამოღების შემდგომ, ხმაურის დონე მაღლა იწევს, ასევე რთულდება ქოლცენტრის ოპერატორისათვის რჩევების ან შენიშნების მიცემის პრივატულობა;
  • ქოლცენტრის ოპერატორებზე დატვირთვა იზრდება, რამდენადაც ისინი მუდმივად განცდის ქვეშ არიან რომ მათ ყველა ქმედებას აკვირდებიან, რამაც შესაძლოა სამუშაო განწყობის შემცირება და თანამშრომელთა გაღიზიანება გამოიწვიოს. მსგავსი სტრესი კვლავაც აისახება თანამშრომელთა ხშირ ცვლაზე, რაც კომპანიას ხშირად საკმაოდ დიდი ხარჯი უჯდება.

3) მრგვალი მაგიდები

მსგავსი განლაგებისას ოფისში არის მრგვალი ან ჰექსაგონალური მაგიდები, რომლებიც დაყოფილია სპეციალური პანელებით და ქმნის პიცის ნაჭრების ფორმის სამუშაო სივრცეებს.

დადებითი მხარეები

  • ეს უფრო „გახსნილ“ და თავისუფალ სივრცედ აღიქმება. თანამშრომლებს აძლევს უფრო მეტი პირადული სივრცისა და ურთიერთდახმარების განცდას. მსგავსი სივრცე ასევე შედარებით მარტივი დასაკვირვებელია ქოლცენტრის მენეჯერისათვის.
  • სასიამოვნო ვიზუალი. როგორც წესი, მრგვალი სივრცეები ესთეტიურად უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება, ვიდრე კუბური სივრცეები. მსგავს მაგიდებს შუაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი აქვთ, სადაც შესაძლოა მცენარეების ან სხვა სახის დეკორატიული ნივთების ჩადგმა, რაც უფრო პოზიტიურ გარემოს შემატებს ოფისს.
  • ამ დროს, სამუშაო გარემო, უფრო ტრაპეციის ფორმისაა და არა სამკუთხედის. ეს თანამშრომლებს აძლევს უფრო მეტ სივრცეს იდაყვებისათვის, ყველა საოფისე ნივთი უფრო ადვილად ხელმისაწვდომია და მცირდება მოუხერხებელი კუთხოვანი ადგილები.

უარყოფით მხარეები

  • მსგავსი მაგიდები არ ახდენს საოფისე სივრცის მაქსიმალურად ათვისებას და არ არის ისეთი ეფექტური, როგორც კუბიკები იქნებოდა.
  • მსგავსი ავეჯი შედარებით უფრო ძვირი ღირს. მართალია ეს ერთჯერადი ხარჯია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ხარჯთან ერთად, უფრო ნაკლები ოპერატორის განთავსებაა შესაძლებელი. 

4) გრძელი მაგიდები

გრძელ მაგიდებზე ქოლცენტრის ოპერატორებს შორის სივრცეები გამოყოფილი არ არის, უბრალოდ ერთ მაგიდაზე რამდენიმე სამუშაო სივრცეა განთავსებული.

დადებითი მხარეები:

  • მოწყობის ბიუჯეტურობა. მსგავსი ავეჯი საკმაოდ იაფია ოფისის აგება შესაძლებელი ხდება მხოლოდ რამდენიმე, საბაზისო ფორმის მაგიდის შეძენით.
  • ძალიან გახსნილი და თანამშრომლური სივრცე. რადგან ოპერატორებს შორის გამყოფი პანელები არ არის, ეს ხელს უწყობს ინტერაქტიულ სამუშაო გარემოს;
  • ადვილი გადასაადგილებელია. თუკი ხშრად გჭირდებათ სამუშაო სივრცის განლაგების შეცვლა, მსგავსი მსუბუქი მაგიდების გადაადგილება საკმაოდ მარტივი პროცესია.

უარყოფითი მხარეები

  • ხმაური. გახსნილი სივრცის გამო ოფისში საკმაოდ ხმამაღალი ფონური ხმაური შეიქმნება, განსაკუთრებით, პიკის საათებში.
  • დაკაბელება. ეს პრობლემა ანეიტრალებს მაგიდების ადვილად გადაადგილების დადებით მხარეს.  თუკი ქოლცენტრის ოპერატორები ლეპტოპებით და უსადენო ყურსასმენებით არ მუშაობენ, მაგიდების გადაადგილებისას, კაბელების გამოერთება. ეს განსაკუთრებით რთული მაშინ იქნება, თუ მაგიდებს არ აქვს კაბელებისათვის განკუთვნილი ჭრილები. 

განსაზღვრეთ პრიორიტეტები?

როგორც ხედავთ, დაგეგმვის ყველა ტიპს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. საბოლოო ჯამში, ქოლცენტრის ოფისის დაგეგმარებისას, აუცილებელია წინასწარ იოცდეთ თქვენი პრიორიტეტები:

  • თუკი ხარჯის შემცირებას გეგმავთ, აირჩიეთ კუბიკების ტიპის დიზაინი;
  • სასიამოვნო, ინტერაქტიული და თანამშრომლური სამუშაო გარემოს შექმნისათვის, უპირატესობა მიანიჭეთ მრგვალ და ჰექსაგონალურ მაგიდებს;
  • თუ გსურთ მუდმივი ყურადღება ადევნოთ ქოლცენტრის ოპერატორებს, მოაწყვეთ მენეჯერის ამაღლებული სამუშაო მაგიდა;
  • თუკი ოფისის დაგეგმარება მუდმივად იცვლება და გჭირდებათ ხარჯების შემცირება, გრძელი მაგიდები ამ შემთვევაში საუკეთესო გამოსავალია.

Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.

WordPress Appliance - Powered by TurnKey Linux