ქართული ბაზრისათვის, ჩვენ მიერ შექმნილ ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამას ახალი ფუნქცია დაემატა – მიმდინარე სტატისტიკური მახასიათებლის გამოტანა ქოლცენტრის ოთახში განთავსებულ მონიტორზე. ფუნქცია საკმაოდ მოთხოვნადი იყო ჩვენი არსებული მომხმარებლების მხრიდან, რადგან ის ერთიორად ამაღლებს ქოლცენტრის ეფექტურობასა და შესაბამისად – სერვისის ხარისხს. ფუნქცია საშუალებას აძლევს როგორც ქოლცენტრის მენეჯერებს, ასევე ქოლცენტრის თანამშრომლებს, რეალურ დროში თვალყური ადევნონ სატელეფონო სტატისტიკას და მიიღონ შესაბამისი ზომები ზარების ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად.
სტატისტიკაში მოცემულია პასუხგაცემული, უპასუხო, გამავალი და მოლოდინში მყოფი ზარების რაოდენობები. ის ასევე აღრიცხავს ოპერატორების სტატუსს, დაკავებული, თავისუფალი და საუბრის პროცესში მყოფი.
სტატისტიკის დისპლეი, ასევე, რელურ დროში ადევნებს თვალყურს თითოეული ოპერატორის აქტივობას, რაც ქოლცენტრის მთელ გუნდს საშუალებას აძლევს თავად აკონტროლონ სერვისის ხარისხი.
სტატისტიკის დისპლეის ფუნქციის უპირატესობები:
რამდენადაც სატელეფონო სტატისტიკის დისპლეის ფუნქცია საშუალებას გვაძლევს რეალურ დროში ვაკონტროლოთ სერვისის ხარისხი, იგი წარმოადგენს საუკეთსო ხელსაწყოს, მოახდინოს ქოლცენტრის გუნდის ყველა წევრის ჩართვა სერვისის მონიტორინგის პროცესში, რათა თავადვე მოახდინონ რეაგირება მომსახურების გასაუმჯობესებლად:
რაც მთავარია, ის ჩვენი მომხმარებლებისათვის სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომია ჩვენი მომხმარებლისათვის სრულიად უფასოდ. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ მაღალფუნქციური ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემით და მიიღოთ ყველა აფდეითი.
მონიტორინგის სისტემა მუდმივად დახვეწისა და განვითარების პროცესშია, რეგულარულად ხდება ყველა პოპულარული და მოთხოვნადი ფუნქციის დამატება და ხელმისაწვდომი ხდება დაუყოვნებლივ.
Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.