მარტივი სატელეფონო სტატისტიკა ქოლცენტრის გამართვის გარეშე

სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებლისთვის კვლავ ყველაზე სასურველ კომუნიკაციის ფორმად რჩება. თანამედროვე ბიზნესის წარმოება კი საკონტაქტო ნომრის გარეშე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ჩვენს პრაქტიკაში, სატელეფონო სტატისტიკაზე წვდომა, ზარების ჩანაწერების შენახვისა და ჩამოწერის ფუნქციები, ყველაზე პოპულარულ მოთხოვნებია, თუმცა მცირე ზომის კომპანიების დიდ ნაწილს (1-3 შიდა სატელეფონო ნომრით), ჯერ არ სურს სრული სატელეფონო ქოლცენტრის აწყობა.

ჩვენი შემდგომი პროდუქტიც სწორედ ამ მოთხოვნას მოვარგეთ.

თუ გსურთ სატელეფონო სტატისტიკაზე წვდომა, შემომავალი, გამავალი, ჩავარდნილი ზარების ნახვა, ზარების ჩანაწერების გაკეთება, მათი მოსმენისა და ჩამოწერის ფუნქციით სარგებლობა, გთავაზობთ მარტივი სტატისტიკის პროგრამას. ჩვენი ციფრული სატელეფონო ნომრის არჩევის ან თქვენი საკუთარი ნომრით ჩვენს სერვისზე დაპორტირების შემთხვევაში, შეგეძლებათ ისარგებლოთ ამ პროგრამით სრულიად უფასოდ.

სტატისტიკის პროგრამა ქართულენოვანია და მისი გამოყენება ძალიან მარტივია. ზარების სანახავად კი მხოლოდ თქვენთვის სასურველი დროის მონაკვეთის არჩევა დაგჭირდებათ.

პროგრამა საშუალებას გაძლევთ:

1)მარტივად მოიძიოთ სატელეფონო სტატისტიკა. დააკვირდეთ ზარებს სტატუსის მიხედვით და ნახოთ, თუ რამდენი პასუხგაცემული, უპასუხო, გამოტოვებული თუ ჩავარდნილი ზარი გქონდათ მოცემული დროის პერიოდში.

2) შეამოწმოთ თქვენი სერვისის ეფექტურობა და მომხმარებელთა დაინტერესება დროის მოცემულ მონაკვეთში ზარების ხანგრძლივობის სტატისტიკის მიხედვით;

3) დააკვირდეთ დროის სხვადასხვა პერიოდში შემომავალი და გამავალი ზარების რაოდენობას;

4) პროგრამა ასევე გაძლევთ საშუალებას, მოიძიოთ კონკრეტული შემომავალი ან გამავალი ნომრიდან განხორციელებული ზარების როგორც სრული, ასევე კონკრეტული სტატუსის ზარების ისტორია

5)და რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლიათ მარტივად მოუსმინოთ და ჩამოწეროთ თქვენთვის სასურველი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რაც ასევე დაგეხმარებათ სერვისის ხარისხის ამაღლებაში;

დეტალური მონაცემებისა და მარტივი სტატისტიკის პროგრამის ინტერფეისის სანახავად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ

როგორ ვისარგებლოთ მარტივი სტატისტიკის პროგრამის სერვისით?

მარტივი სტატისტიკით სარგებლობისათვის, საჭიროა, დაპორტირდეთ თქვენი ნომრით, ან აირჩიოთ ჩვენი ციფრული ნომერი. სისტემის საწყისი გამართვა უფასოა. გარდა ამისა, გთავაზობთ ექსკლუზიურად დაბალ ტარიფებს როგორც მობილურ ოპერატორებზე, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებთან დაკავშირებისას.

დაწვრილებითი ინფორმაცია წუთობრივი ტარიფებისა და სააბონენტო გადასახადების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ მოცემულ ლინკზე.

გისურვებთ სასიამოვნო კომუნიკაციას თქვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებთან!

Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.

WordPress Appliance - Powered by TurnKey Linux