თანამედროვე VoIP სატელეფონო სისტემების განვითარებამ ნებისმიერი ზომის კომპანიას საშუალება მისცა ისარგებლოს ზარის დალოდების რეჟიმით. VoIP ტელეფონიის საშუალებით, მომხმარებლებისაგან უამრავი ზარის ერთდროულად მიღებაა შესაძლებელი, თუმცა, ოპერატორთა ნაკლებობის გამო, უმეტესი მათგანი სატელეფონო რიგში დგას.
მოლოდინის რეჟიმში მუსიკის გამოყენების ფუნქცია, ხელს უწყობს მომხმარებლების ხაზზე შენარჩუნებას, რაც ნიშნავს ნაკლებ დაკარგულ ზარს და შესაბამისად – ნაკლებ დაკარგულ მომხმარებელს.
მუსიკის შერჩევა საყურადრებოა, რადგან შესაძლოა, მან უკურეაქცია, მომხმარებლის გაღიზიანება და მათი დაკარგვაც კი გამოიწვიოს.
მუსიკის არჩევისათვის აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
1) კომპანიების 40% დალოდების მუსიკად კლასიკურ ან ჯაზ მუსიკას იყენებს, რადგან ორივე მათგანს მსმენელზე დამამშვიდებელი და დადებითი განწყობის მომტანი ეფექტი აქვს.
2) მუსიკის არჩევისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი მისალმების მესიჯის ტონი და ის, თუ როგორი განწყობის შექმნას ცდილობთ მომხმარებლებისთვის. იქნება ეს პროფესიონალური და კომპანიის კომპეტენციაში დამარწმუნებელი განწყობის შექმნა, დამამშვიდებელი, ატმოსფეროს ფორმირება თუ პირიქით, მომხმარებლებში ენერგიული და აღმაფრთოვანებელი დამოკიდებულების შემოტანა. თქვენ მიერ არჩეული მუსიკა აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი ემოციების მატარებელი.
3) თუკი მომხმარებლები მოლოდინის რეჟიმში დიდ დროს ატარებენ, სასურველია დალოდების რეჟიმში მუსიკის ცვლა ყოველ 30-50 წამში, რათა თავიდან აიცილოთ მომხმარებლების გადაღლა მონოტონური მუსიკის სმენით. თუმცა, ახალი მუსიკის დაწყებისას შეეცადეთ მათ შორის გადასვლა რიტმის ან ტემბრის კუთხით ძალიან მკვეთრი არ იყოს. ასევე, მიაქციეთ ყურადღება მუსიკის ხმის სიმაღლესაც, ხმადაბალი მუსიკის შემოდგომ მოულოდნელად არ გადახვიდეთ მაღალ ხმაზე.
4) გაითვალისწინეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და მათი მახასიათებლები, თუკი თქვენი ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან, შესაძლოა შესაბამის პერიოდში პოპულარულ ან მაღალი ენერგიის მქონე მუსიკას დადებითი ეფექტი ჰქონდეს. აქვე მნიშნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შესაძლოა თქვენი რეალური მომხმარებელი განსხვავდებოდეს კომპანიის მიერ შედგენილი არქეტიპისაგან და შესაბამისად, მუსიკის ჟანრმა რეალური მათგანის დაკარგვა გამოიწვიოს.
შეცვალეთ მუსიკა დღესასწაულების მიხედვით, მაგალითად, საშობაოდ შერჩეული ჰანგები, მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობასაც შეუქმნის და რიგში დგომაც სტრესული ნაკლებად იქნება მათთვის.
5) დალოდების რეჟიმში გარკვეული პერიოდულობით შეიტანეთ სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის მესიჯები. ეს დაგეხმარებათ როგორც მომხმარებლების ინფორმირებაში თქვენი სერვისების ან კონკრეტული შემოთავაზებების შესახებ, ასევე დაარღვევს მონოტონურობას და მოლოდინის რეჟიმში დროის გატარებას უფრო საინტერესოს გახდის.
6) დარწმუნდით, რომ მუსიკა კარგი არჩევანია ფონური სმენისათვის და არ არის ძალიან გადატვირთული, ეს ყურადღებას გაუფანტავს მომხმარებელს, ფოკუსირდეს თქვენს მისალმებასა და საინფორმაციო ტიპის მესიჯებზე. ასეთი კომპლექსური მუსიკის გამოყენებას სხვა უარყოფითი ეფექტიც აქვს, გარდა მომხმარებლის გაღიზიანებისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის დაბნევა და გაართულოს მისი კომუნიკაცია ქოლცენტრის ოპერატორთან. ყოველთვის უპირატესობა მიანიჭეთ მარტივ, ფონურ მუსიკებს, რაც ხაზს გაუსვამს თქვენი სერვისის მთავარ მესიჯს და არ გადაფარავს მას.
7) მუსიკის არჩევისას დარწმუნდით, რომ არ დაარღვევთ სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას. ინტერნეტში უამრავი ხმის მოძიება შეგიძლიათ, რომელზეც ქოფირაითი არ ვრცელდება.
იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ მოლოდინის რეჟიმის პოლიფონიის არჩევაში, თუმცა, რაც ყველაზე მნიშნელოვანია, გარკვეული პერიოდულობით ცვალეთ ის. ყველაზე ეფექტური მუსიკის არჩევისთვის ექსპერიმენტირება ყოველთვის კარგი გამოსავალია.
Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.