9 რჩევა, ზარების ეფექტურად გამოყენებისათვის

როგორ გამოვიყენოთ ზარების ჩანაწერები ყველაზე ეფექტურად? ზარების ჩანაწერების მნიშნელობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის დავების წარმოებისას საკმაოდ ცნობილია, თუმცა ზარების ჩანაწერებს, საკმაოდ მნიშნელოვანი ცოდნა შეუძლია მოგვცეს მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ასამაღლებლად.

ზარების ჩაწერა საუკეთესო მეთოდია იმისთვის, რომ გავიგოთ რა სურთ და რატომ გვიკავშირდებიან მომხმარებლები და დავგეგმოთ კამპანიები სწორი სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით.

ზარების ჩანაწერების ანალიზი, ასევე შესაძლებელია, გამოვიყენოთ საუკეთესო ტიპის პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებისათვის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებულად ფუნქციონალისათვის.

1) მომხმარებლის გამოცდილების 360 გრადუსიანი ხედვის შემუშავება

მომხმარებლებთან ინტერაქციის შესახებ ინფორმაციის დაგროვება, საშუალებას გაძლევთ, შეიმუშაოთ სხვადასხვა ხედვები კომუნიკაციისას. განსაზღვროთ და გამოიკვლიოთ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მათი კმაყოფილება, ბრაზი, გაღიზიანება და ა.შ. 

ასეთი ინფორმაციის საშუალებით, კომპანიაში მუშავდება სამიზნე აუდიტორიის ტიპი, კომუნიკაციის მოდელი და უმჯობესდება სერვისი.

2) მომხმარებლის უკმაყოფილების მიზეზის განსაზღვრა

სატელეფონო ზარების ჩანაწერების მოსმენისას ასევე მნიშნელოვანია გავითვალისწინოთ მომხმარებლის გამოცდილება: რა ნომერი აკრიფეს, რომელ შიდა განყოფილებას დაუკავშირდნენ, რამდენი ხანი ელოდებოდნენ სატელეფონო რიგში, რამდენჯერ მოხდა მათი გადამისამართება და ა.შ.

ეს  ქოლცენტრის მენეჯერებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ ხარვეზები და თავიდან აირიდონ მომავალში ნეგატიური კონტაქტი.

3) ყველაზე ეფექტური სიტყვების აღმოჩენა გაყიდვებისათვის განხორციელებულ ზარებზე

წარმატებულად დასრულებული გაყიდვების ზარების ჩანაწერების ამოღებით და მათ ერთმანეთთან შედარებით, მარტივდება იმ პოზიტიური სიტყვების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს უწყობს გაყიდვების განხორციელებას.

ამგვარი სიტყვების იდენტიფიცირების შემდგომ, მარტივდება გაყიდვების ქოლცენტრისათვის ეფექტური სცენარების შემუშავება. სიტყვების ეფექტური ინტეგრაცია გაყიდვების წარმოების სატელეფონო სცენარებში ეხმარება ქოლცენტრის დანარჩენ ოპერატორებსაც, განახორციელონ წარმატებული ზარები.

4) მარკეტინგული კამპანიების წარმატების ხარისხის განსაზღვრა

მარკეტინგული კამპანიების შემდგომ ზარების ჩანაწერებზე დაკვირვება, საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ამ კამპანიების წარმატების ხარისხი. შემოსული ზარებიდან სარეკლამოდ გამოყენებულ პროდუქტებსა და სერვისებზე დასმული კითხვები; განვსაზღვროთ, თუ რამდენად გასაგებად იყო სარეკლამო კამპანიაში შეთავაზება ფორმულირებული და რამდენად საინტერესო იყო იგი მომხმარებლებისათვის.

ერთნაირი კითხვების შემოსვლის შემთხვევაში, ზარების ჩანაწერების ანალიზი საშუალებას გვაძლევს უფრო ნათლად განვმარტოთ რეკლამაში მოცემული შემოთავაზება, რაც აამაღლებს მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობას.

ასევე, ვიგებთ, რამდენად საინტერესო და მისაღები იყო ჩვენი შეთავაზება აუდიტორიისათვის.

5) სწრაფი რეაგირება კონკურენტი კომპანიების შემოთავაზებაზე

მომხმარებელმა სატელეფონო ზარის განმავლობაში, შესაძლოა, ახსენოს თქვენი კონკურენტი კომპანიისაგან მიღებული შემოთავაზების პირობები, რაც უფრო საინტერესოა მათთვის. მსგავსი ინფორმაციის შესახებ დეტალების ზეპირდ დამახსოვრება, შესაძლებელია, ქოლცენტრის ოპერატორებს გაუჭირდეთ. ზარების ჩანაწერებზე წვდომა საშუალებას გაძლევთ სწრაფადვე ამოიღოთ შესაბამისი ინფორმაცია და შეისწავლოთ კონკურენტები. ეს კი არამხოლოდ დაგეხმარებათ არსებული მომხმარებლების შენარჩნებაში, არამედ ხელს შეუწყობს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და საბაზრო უპირატესობის მოპოვებას.

6) ქოლცენტრის ახალი და არსებული ოპერატორების სწრაფი ტრენინგი

ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სატელეფონო ზარის ჩანაწერების მოსმენა საუკეთესო მეთოდია ქოლცენტრის ოპერატორების ტრენინგისათვის. მსგავსი დემონსტრაციები მათ საშუალებას აძლევს დაადგინონ, თუ როგორ წარმართონ სატელეფონო ზარი, როგორ განმუხტონ დაძაბული სიტუაცია, თავად შეაფასონ საკუთარი ეფექტურობა, თავიდან აიცილონ პოტენციური გართულებები და საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიმუშავონ პოზიტიური კომუნიკაციის საუკეთესო მოდელები. შესაბამისად, ზარების ჩანაწერები ძალიან ეფექტურია ქოლცენტრის ოპერატორების სწორი ტრენინგის კუთხით.

7) სერვისისა და პროდუქტების ხარისხის შეფასება

უკმაყოფილო მომხმარებელთა ზარების ჩანაწერების ანალიზი, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებისა და პროდუქტების პრობლემები და შესაბამისად მოვახდინოთ მათი გაუმჯობესება.

ხშირად დასახელებული პრობლემები ან ხშირად დასმული კითხვები კომპანიებს კარგ ცოდნას აძლევს იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სერვისითა და პროდუქტებით რჩებიან მომხმარებლები უკმაყოფილო. ამ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი განყოფილებებისათვის აწვდის მათ მნიშნელოვან ცოდნას, თუ როგორ მოახდინონ ამ პროდუქტებისა თუ სერვისების იმგვარი ცვლილება, რომ თავიდან აიცილონ მომხმარებელთა დაბნეულობა ან უკმაყოფილება.

8) მომხმარებელთა უკეთესად გაცნობა

ზარების ჩანაწერების მოსმენა მარკეტინგულ ჯგუფს აძლევს საშუალებას დაადგინონ საუკეთესო „მომხმარებლის პერსონა“. მომხმარებლის პერსონა ეს არის სტერეოტიპიზებული რეპრეზენტაცია კომპანიის სერვისების ტიპიური ან სამიზნე მომხმარებლისა (მაგალითად 20-30 წლამდე ასაკის ქალაქად მცხოვრები პროფესიონალი მამაკაცი და ა.შ.) ეს დაადგენს, შეესაბამება თუ არა, წინასწარ დაგეგმილი პროტოტიპი კომპანის წინასწარ შეხედულებებს.

ამ ინფორმაციაზე წვდომა მარკეტინგულ ჯგუფს საშუალებას აძლევს უფრო სწორად მოახდინონ არქეტიპის იდენტიფიცირება და შესაბამისად, შეიმუშავონ მარკეტინგული კამპანიების უფრო ეფექტური სტრატეგიები.

9) სერვისის ხარისხის განვითარებაზე დაკვირვება

ზარების ჩანაწერების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება, საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ მომხმარებლებთან კომუნიკაციის ევოლუციას; გავიგოთ, რა ასპექტებში მოვახერხეთ კომუნიკაციის გაუმჯობესება და რა საკითხია ამჟამად ისეთი, რაც დამატებით მუშაობას საჭიროებს.

Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.

WordPress Appliance - Powered by TurnKey Linux