როგორ ავამაღლოთ ქოლცენტრის გუნდის ეფექტურობა?

თანამედროვე ქოლცენტრის შექმნისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ ქოლცენტრის ოპერატორების დაქირავება და სატელეფონო სისტემის აწყობა. ქოლცენტრის თანამშრომლებისგან ეფექტური გუნდის შექმნა, სერვისის ხარისხის ამაღლებისათვის, ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფაქტორია. თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად დანერგვას გადამწყვეტი მნიშნელობა ენიჭება გუნდის წარმატებულ მუშაობაში, რათა მათ შეძლონ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ხარისხის სერვისის მიწოდება.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც, გარდა მნიშნელოვანი სატელეფონო სტატისტიკისა, ასევე მოგცემთ საშუალებას შეისწავლოთ კომპანიის მუშაობა, მოახდინოთ დაკვირვება გამართულ სისტემაზე და აამაღლოთ მომსახურების ხარისხი.

1) მიეცით მომხმარებლებს საშუალება გადაახტნენ მოლოდინის რეჟიმს: მომხმარებელს, რომელსაც არ სურთ ან ვერ ახერხებენ მოლოდინის რეჟიმში ყოფნას, შეგიძლიათ მისცეთ საშუალება დატოვოს ხმოვანი შეტყობინება და ოპერატორებმა და თავად გადაურეკონ მათ, ეს არა მხოლოდ დაზოგავს დროს და განტვირთავს შემომავალი ზარების ნაკადს, არამედ, საშუალებას გაძლევთ, მომხმარებელი პირდაპირ დააკავშიროთ იმ შესაბამის განყოფილებასთან. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს აბონენტების კმაყოფილებას.

2) შეამცირეთ დატვირთვა გამოცდილ ოპერატორებზე: გუნდში ყველაზე გამოცდილი ქოლცენტრის აგენტის მოცდენა მარტივ და ტრივიალურ პრობლემებზე, შესაძლოა, კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდებოდეს როგორც ფინანსური, ასევე სერვისის ხარისხის თვალსაზრისით. ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა საშუალებას მოგცემთ, მოახდინოთ შემომავალი ზარების პრიორიტეტიზაცია ქოლცენტრის აგენტების ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. ეს ასევე საშუალებას მოგცემთ, გამორჩეულ მომხმარებლებს გაუწიოთ განსაკუთრებით ხარისხიანი დახმარება, მისცეთ მათ საშუალება, გამოტოვონ მოლოდინის რეჟიმი და დაუკავშირდნენ ქოლცენტრის თავისუფალ, გამოცდილ ოპერატორებს.

3)შემომავალი ზარების თანაბარი გადანაწილება: ქოლცენტრში შემომავალი ზარების გადანაწილების მრავალფეროვანი ალგორითმი, აუცილებელია გუნდის მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად. ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა საშუალებას გაძლევთ შემომავალი ზარები გადაანაწილოთ ოპერატორების მიერ პასუხგაცემული ზარების რაოდენობების მიხედვით.

4) დაატრენინგეთ ოპერატორები ზარების ჩანაწერის მიხედვით: ზარების ჩანაწერები არა მხოლოდ საუკეთესო საშუალებაა სერვისის ხარისხის შესამოწმებლად, არამედ მასზე დაყრდნობით, გუნდის ახალი წევრების სწრაფს დატრენინგებას შეძლებთ. ჩანაწერების მოსმენით, თქვენ შეგიძლია,  კონკრეტული მაგალითების მეშვეობით, გახადოთ თვალსაჩინო დაბნეულ ან გაბრაზებულ მომხმარებელთან კომუნიკაციის მაგალითები.

5)მიმდინარე ზარში ჩართვა: ქოლცენტრის გუნდში ახალი წევრის აყვანის დროს, ყველაზე მნიშნელოვანი გამოცდილების მიღება, სწორედ პრაქტიკისას ხდება. ქოლცენტრის მონიტორინგის მეშვეობით, სისტემის მენეჯერს შესაძლებლობა ეძლევა, ჩაერთოს მიმდინარე ზარში და შესაბამისად, რეალურ დროში მისცეს გუნდის ახალ წევრს რჩევები, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევისას.

6) მომხმარებლის შეფასების გამოყენება: ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა საშუალებას იძლევა, ყოველი ზარის შემდგომ განახორციელოს ავტომატური უკუზარი და სთხოვოს მომხმარებელს სერვისი შეაფასოს 5 ან 10 ბალიანი ქულით. სატელეფონო ზარის შეფასებისა და შესაბამისი ზარის ჩანაწერის ამოღებით, ქოლცენტრის ოპერატორთა ტრენინგი საკმაოდ სწრაფი და მარტივი პროცესი ხდება ნებისმიერი კომპანიისთვის.

Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.

WordPress Appliance - Powered by TurnKey Linux