VoIP სისტემები, სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად, მრავალარხიან ტელეკომუნიკაციას გვთავაზობს.
ტრადიციული სატელეფონო ხაზები ერთ არხიანია, რაც ერთ სატელეფონო ნომერზე მხოლოდ ერთი ზარის განხორციელებას გულისხმობს. არამიზნობრივი საუბრისას კი კომპანიები მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური მომხმარებლის „კიდევ ერთხელ გადმორეკვის“ იმედად რჩებიან.
ამ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ხშირად, კომპანიები კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ – ოფისში რამდენიმე სატელეფონო ხაზს აყენებენ, თუმცა, უცნობია, მომხმარებელი რომელ სატელეფონო ნომერზე დარეკავს და არის საშიშროება, რამოდენიმე მომხმარებელმა ერთდროულად ერთ სატელეფონო ნომერზე დარეკოს და დაკავების ტონი მიიღოს, მაშინ, როდესაც მეორე სატელეფონო ხაზი თავისუფალია. ეს გადაწყვეტილება ასევე ზრდის სატელეფონო ხარჯებს, რადგან სატელეფონო ნომრების რაოდენობის გაზრდით, იზრდება სააბონენტო გადასახადების რაოდენობაც. განსაკუთრებით კი თუ კი კომპანიას რამოდენიმე, გეოგრაფიულად დაშორებული ოფისი და თითოეულ ოფისში ერთი ან რამოდენიმე ტრადიციული, ერთარხიანი სატელეფონო ნომერი აქვთ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, აღნიშნული გადაწყვეტილებები არ გვაზლევს საშუალებას, გვქონდეს მომხმარებელთა ერთიანი ბაზა, თუნდაც სამომავლო შეთავასების ანდაც – გამოტოვებული სატელეფონო საუბრისათვის.
მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიებისთვის პრაქტიკულად უცნობია, რამდენი მომხმარებელი იკარგება არაეფექტური სატელეფონო კომუნიკაციის პირობებში.
აქედან გამომდინარე, მსგავსი სატელეფონო სისტემის არსებობისას, სატელეფონო ხარჯები გაზრდილი, კომუნიკაციის ხარისხი კი დაბალია.
ვოიპ სატელეფონო სტრუქტურაში, სატელეფონო სისტემები მრავალარხიანია, რაც ნიშნავს რომ რამოდენიმე, ერთდროულად შემომავალი ზარის შემთხვევაში, ზარები არ იკარგება და აბონენტი, რომელიც დაკავებულ ნომერს უკავშირდება, დაკავების მაგივრად დალოდების რეჟიმს იღებს, რაც უფრო ეფექტურია; შემომავალი ზარების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნებით, კომპანიები მომხმარებლის თავიდან გადმორეკვის იმედად აღარ არიან, იზრდება მონიტორინგის საშუალება და საკომუნიკაციო ეფექტიანობა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მომხმარებელი ლოდინის რეჟიმში მოხვედრის შემდგომ ოპერატორთან დაკავშირებამდე გადაწყვეტს ზარის გათიშვას, VoIP სატელეფონო სისტემა საშუალებას იძლევა ოპერატორმა ამოიღოს ამ ზარების განმახორციელებელი პირის სატელეფონო ნომერი, ზარების შემოსვლის დრო და გათიშლი ზარების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
VoIP სისტემები ასევე ეფექტურია რამოდენიმე, გეოგრაფიულად დაშორებული ოფისის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იმის ნაცვლად, რომ კომპანიებმა სხვადასხვა ოფისში სხვადასხვა სატელეფონო ნომერი დააყენონ, ვოიპ სისტემები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ ერთი ნომერი, საიდანაც შემომავალი ზარების გადანაწილება აბონენტების მიერ შესაბამისი ციფრების ტონალურ რეჟიმში აკრეფით მოხდება. აღარ არის საჭირო სხვადასხვა ოფისს ჰქონდეს განსხვავებული ნომერი, რაც ასევე ამცირებს სააბონენტო გადასახადს და ზრდის კომუნიკაციის ხარისხს.
VoIP კორპორატიული სატელეფონო ქსელის დაყენება აუმჯობესებს სატელეკომუნიკაციო ხარისხს არამხოლოდ კომპანიის მომხმარებლებთან, ასევე თავად კომპანიაშიც, რამდენადაც შიდა ქსელში ზარების განხორციელება უფასოა. ასევე, სისტემის დახმარებით, შესაძლებელია მოეწყოს კომპანიის შიდა სატელეფონო კონფერენციები. თუკი კონფერენციის მონაწილე მოცემულ მომენტში თავის საოფისე ტელეფონთან არ იმყოფება, მრავალარხიანი სატელეფონო ხაზები კონფერენციაში გარე სატელეფონო ზარების ჩართვის საშუალებასაც იძლევა.
VoIP სატელეფონო სისტემის დაყენების ხარჯები განსაკუთრებით მცირეა, თუკი კომპანიები საკუთარი სატელეფონო სადგურის დაყენების ნაცვლად, სატელეფონო სისტემის ჰოსტინგს მიმართავენ. ხარჯებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, ერთადერტი, რაც იზრდება, ეს მხოლოდ კომპანიის ტელეკომუნიკაციის ხარისხი და არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობაა.
Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.