VoIp სატელეფონო სისტემები და მათი უპირატესობები ბიზნესისთვის

VoIp – Voice over Internet Protocol, ანუ ტექნოლოგია, რომელიც გვთავაზობს სატელეფონო ზარის განხორციელებას არა ტრადიციული, საკაბელო ხაზის, არამედ – ინტერნეტის საშუალებით.
სერვისის ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ სახის ტექნოლოგიები, გაცილებით უფრო დახვეწილი, ფუნქციური და ბიუჯეტურია – VoIp სატელეფონო სისტემებიდან განხორციელებული ზარების ღირებულება საზღვარგარეთის ქვეყნებთან ან მობილურ ოპერატორებთან, გაცილებით დაბალია, ვიდრე ტრადიციული სატელეკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელებული ზარების ტარიფები.
ფუნქციონალი, რომლის შემოთავაზებაც VoIp სატელეფონო სისტემებს შეუძლიათ, ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური ბიზნეს სატელეფონო კომუნიკაციისა და მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად, რადგან ამ სისტემის საშუალებით, პრაქტიკულად 0-მდე დადის უპასუხო ზარების რაოდენობა.
ქოლცენტრების აწყობა, ზარის დალოდების რეჟიმი, ზარის რიგითობის განსაზღვრა, ინდივიდუალურად არჩეული მუსიკა მოლოდინის რეჟიმისას, ზარის გადამისამართების შესაძლებლობა, ვოისმეილის მიღების საშუალება არასამუშაო საათებში და სხვა მრავალი ფუნქცია, რომლებსაც VoIp სატელეფონო სისტემა გვთავაზობს, გაცილებით აადვილებს ბიზნესსა და კლიენტებს შორის კომუნიკაციას.
გარდა ამისა, სატელეფონო ზარების ისტორიის, სტატისტიკისა და ანლიტიკური მონაცემების ამოღების მეშვეობით, ბიზნესს შეუძლია თავად გააკონტროლოს საკუთარი სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხი.
VoIp სისტემებზე გადასვლა სწრაფი და უმტკივნეულო პროცესია; სისტემის წარმატებული ინსტალაციისთვის, კომპანიებს მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ, ინდივიდუალური კონფიგურაციის საშუალებით კი მარტივია თქვენთვის სასურველი ბიუჯეტის განსაზღვრა.
აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც დიდ, ასევე დამწყებ კომპანიებს.
VoIp სისტემების მობილობის საშუალებით, ბიზნესის ზრდასთან ერთად, საკომუნიკაციო ქსელის სხვა ადგილას გადატანა შესაძლებელია მარტივად, ამისათვის კი ერთადერთი რამ – უწყვეტი ინტერნეტია საჭირო.

Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.

WordPress Appliance - Powered by TurnKey Linux