სჭირდება თუ არა ქოლცენტრი მცირე და საშუალო ბიზნესს?

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე, მრავალფუნქციურ ტელეფონებზე მოთხოვნა მცირე თუ საშუალო ბიზნეს ოპერატორების მხრიდან იზრდება, ქოლცენტრის გამართვის საჭიროებას მრავალი მათგანი ეჭვქვეშ აყენებს. ისინი თვლიან, რომ კორპორატიული ქოლცენტრის ფლობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

რამდენად საჭიროა ქოლცენტრი მცირე თუ საშუალო ბიზნესებისთვის?

ქოლცენტრი ის სატელეფონო ნომერია, სადაც პირველადი შემომავალი ზარი ხორციელდება. არ აქვს მნიშვნელობა, კომპანიის რომელ თანამშრომელთან ხდება კომუნიკაცია, ეს არის კომპანიისა და მომსახურების პირველადი შთაბეჭდილება, შესაბამისად, მისი არსებობა უმნიშვნელოვანესია ბიზნესის წორად განვითარებისათვის.

დღესდღეობით, როდესაც მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა სწრაფ რეაგირებასა და დროში ეფექტურ მომსახურებაზე დგას, მცირე ბიზნესებისთვის, შესაძლოა, განსაკუთრებით რთული იყოს სატელეფონო კომუნიკაცის პარალელურად საკუთარი სამუშაოს შესრულება, სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტილებას წარმოადგენს VoIp ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ქოლცენტრი მრავალი უპირატესობით:

1)შემომავალი ზარების თანაბარი გადანაწილება: თქვენი მომსახურებით დაინტერესებული პირები, თავდაპირველად ოპერატორს უკავშირდებიან, ხოლო უკვე არსებულ მომხმარებლებს შეუძლიათ მათთვის საჭირო განყოფილებასთან პირდაპირ კავშირზე გადასვლა შესაბამისი ღილაკების საშუალებით, რაც ამცირებს სატელეფონო სისტემის გადატვირთვას და მომხმარებლებიც სწრაფად და ეფექტურად იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას;

2)არც ერთი ზარი არ რჩება უპასუხოდ – რამოდენიმე ერთდროული ზარის შემთხვევაში, ირთვება დალოდების რეჟიმი, რომელიც მომხმარებელს აცნობს მის ადგილს და ლოდინის სავარაუდო დროს, მომხმარებლისადმი გამოჩენილი ყურადღებით კი მას თქვენ მიმართ დადებითად განაწყობთ;

3)დროის ეფექტური გამოყენება – VoIp ქოლცენტრის გამოყენებით, შეგიძლიათ გაიგოთ, დღის რომელ პერიოდში არის თქვენს კომპანიაში ყველაზე მეტი ზარი, საშუალოდ რამდენი ხანი გრძელდება კომუნიკაცია, რა დროს ხარჯავს მომხმარებელი რიგში და ა.შ. ეს მონაცემები კომპანიებს ეხმარება შეამცირონ ლოდინის დრო, მაქსიმალურად შეამცირონ უკმაყოფილო მომხმარებლების რაოდენობა და გააუმჯობესონ კომუნიკაციის ხარისხი;

4)შეამოწმოთ თქვენი თანამშრომლების ეფექტურობა – ნახავთ უპასუხო და ნაპასუხარი ზარების რაოდენობას და განსაზღვრავთ უპასუხო ზარების არსებობის მიზეზებს.

ეფექტური ქოლცენტრი ბიუჯეტურად

მრავალარხიანი სატელეფონო სისტემები ამცირებს სააბონენტო ხარჯებს, რადგან ამ შემთხვევაში, მომხმარებელი არა რამდენიმე, არამედ ერთ კონკრეტულ ნომერზე რეკავს თქვენთან დასაკავშირებლად. ზარები კი, შესაბამისი ღილაკების საშუალებით ნაწილდება კომპეტენტურ კადრებთან.

გარდა ამისა, VoIp სისტემაზე დაფუძნებული სატელეფონო ქსელები ადვილად ფართოვდება, ქოლცენტრის მოწყობის დაწყება, 1 ტელეფონიანი სისტემიდანაა შესაძლებელი, შემდგომ, ბიზნეს მოთხოვნების ზრდის შესაბამისად, შეძლებთ გაზარდოთ ქოლცენტრზე მომუშავე ოპერატორებისა თუ სხვადასხვა განყოფილებებზე განაწილებული შიდა სატელეფონო ნომრების რაოდენობა.

გარდა ამისა, ასევე დიდ ფინანსურ შეღავათს იძლევა სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი. მსგავსი სატელეფონო გადაწყვეტილება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიმუშავოს მაქსიმალურად ფუნქციონალური და დახვეწილი ქოლცენტრი, აპარატურაზე გაწეული ზედმეტი ხარჯის გარეშე. ასევე სატელეფონო სისტემის ჰოსტინგზე პასუხისმგებელი კომპანია საკუთარ თავზე იღებს ქოლცენტრის 24 საათიან გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას, რაც დამკვეთს ასევე ათავისუფლებს კადრის დაქირავებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯებისგან.

Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.

WordPress Appliance - Powered by TurnKey Linux