როგორ ავირჩიოთ ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამა?

უპირველეს ყოვლისა, განვსაზღვროთ, რა არის ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა. ეს არის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მომხმარებელთა ზარების ჩაწერა და განვახორციელოთ სერვისის ხარისხის მონიტორინგი, ასევე, შევძლოთ მნიშვნელოვანი სატელეფონო სტატისტიკური მახასიათებლების ამოღება.

ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამის იმპლემენტაციამდე, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ დროსა და ენერგიას სწორად იმგვარი პროდუქტის დანერგვაში ვხარჯავთ, რომელიც სრულად ერგება ჩვენს სპეციფიურ მოთხოვნებს. თუმცა გთავაზობთ მარტივ რჩევებს, თუ როგორ შევარჩიოთ ჩვენს მოთხოვნებზე მორგებული მონიტორინგის პროგრამა:

გამოყენების სიმარტივე

თქვენთვის მოსახერხებული ფუნქციონალის მქონე ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამის არჩევისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რამდენად ინტუიტურია ის, რადგან მსგავსი ინტერფეისის არქონის შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენთვის საჭირო უამრავი ფუნქცია გამოუყენებელი დაგრჩეთ.

დასაწყისისათვის, შეარჩიეთ მარტივი ინტერფეისის მქონე პროგრამა და გაეცანით მის დემო ვერსიას.

ტრენინგი

ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამის ზედაპირული გაცნობა, რასაკვირველია, არ არის საკმარისი, ამიტომ, პროვაიდერმა თქვენი თანამშრომლები ტრენინგითა და დოკუმენტაციით უნდა უზრუნველყოს.

კომპანიაში უკვე არსებულ პროგრამებთან ინტეგრაცია

თუკი თქვენ კომპანიაში უკვე გაქვთ რაიმე სახის CRM ან ERP სისტემები დანერგილი, დარწმუნდით, რომ VoIP პროვაიდერი გთავაზობთ ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამის ინტეგრაციას უკვე არსებულ პროგრამებთან. ეს  ზოგავს დროს და აუმჯობესებს სერვისის ხარისხს.

დანერგვის დრო

ქოლცენტრის მონიტორინგის პოროგრამის არჩევისას, მნიშნელოვანია იცოდეთ სისტემის დანერგვისთვის საჭირო ზუსტი დრო. ეს დრო შესაძლოა იყოს უფრო ხანგრძლივი, თუკი პროგრამის იმპლემენტაცია ხდება კომპანიაში არსებულ პროგრამებთან; ან იყოს განსაკუთრებით ხანმოკლე, თუკი მხოლოს მონიტორინგის დანერგვა გსურთ. მაგრამ მნიშვნელოვანია, VoIP პროვაიდერმა რეალისტური წარმოდგენა მოგცეთ, თუ რა ხანი დასჭრდება სისტემის სრულ დანერგვას. არსებულ პროგრამებთან ინტეგრაციის დროს, აუცილებელია, პროვაიდერმა წარმოგიდგინოთ სისტემის იმპლემენტაციის გეგმა, რათა დარწმუნდეთ, რომ სიახლის შემთხვევაში არ დაზარალდება უკვე არსებული სამუშაო გარემო. 

ტექნიკური მხარდაჭერა

ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემის არჩევისას, დარწმუნდით, რომ VoIP პროვაიდერი, გამოცდილი ტექნიკოსების მიერ სრულ, 24 საათიან ტექნიკურ მხარდაჭერას გთავაზობთ. ეს განსაკუთრებით მნიშნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა სამუშაო საათები შესაძლოა არ ემთხვეოდეს საყოველთაო სამუშაო საათებს და ღამის საათებში გაჩენილი ტექნიკური ხარვეზი მყისიერად აღმოიფხვრება. ასევე მნიშვნელოვანია კომპანიამ მოგაწოდოთ ხარვეზის აღმოჩენის შემდგომ პრობლემაზე რეაგირების რეალისტური დრო, რადგან 24 საათიანი ქოლცენტრი, ხშირად არ ნიშნავს 24 საათიან ტექნიკურ დახმარებას;

პრობლემებზე რეაგირების პერიოდი

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მომწოდებელ კომპანიას, მომხმარებლის მიერ ტექნიკური პრობლემის შეტყობინების დრის, რეაგირების მოკლე პერიოდი ჰქონდეს. ამისათვის კი საკმაირისია მათი სოციალური მედიის გვერდების შემოწმებაც კი, რადგან გარდა რეიტინგისა, თვალსაჩინოა ინბოქსში გაცემული პასუხების დრო.

ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემის ფასი

ფასი განისაზღვრება პროგრამის ინსტალაციის მიხედვით, მისი პერსონალიზაციით, ინდივიდუალურ მოთხოვნებითა და პროგრამული უზრუნველყოფის დეტალებით. ფინანსური პრობლემების ასაცილებლად, წინასწარ დარწმუნდით, რომ ხარჯები დეტალურად და გამჭირვალედაა გაწერილი.

Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.

WordPress Appliance - Powered by TurnKey Linux