სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურება საუკეთესო არჩევანია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ისეთი პროგრესული სატელეფონო ფუნქციებით, როგორიცაა შემომავალი ზარების მუსიკალური დალოდების რეჟიმი და რიგითობა, ხმოვანი მენიუ და ზარების გადამისამართება როგორც შიდა, ასევე გარე ნომრებზე, არასამუშაო საათების სწორი უტილიზაცია და ა.შ.
სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევისას, ვოიპ პროვაიდერები საკუთარ თავზე იღებენ როგორც სისტემის პირველადი გამართვის, ასევე სისტემის მოვლისა და ყველა ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულებას; თუმცა, ჰოსტინგზე მიგრაციისას და VoIP პროვაიდერის არჩევისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ ის ის ძირითადი პრობლემები, რაც შესაძლებელია საჰოსტინგო მომსახურებას ახლდეს თან.
1) ინტერნეტის არასაკმარისი სიჩქარე:
ერთ-ერთი უმთავრესი, სწორედ ინტერნეტის სიჩქარეა. არასტაბილური და წყვეტილი ინტერნეტ კავშირის დროს, სატელეფონო ზარების ხარისხი საგრძნობლად ეცემა. ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება თავადაც შეგიძლიათ. ამისთვის სასურველია იცოდეთ დაახლოებით რამდენ ერთდროულ ზარს იღებს თქვენი კომპანია დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდში. საშუალოდ, თითოეულ ერთდროულ ზარს დაახლოებით 85-100 კილობიტი ტრაფიკი ესაჭიროება. შესაბამისად, თუკი პიკის საათებში თქვენს კომპანიაში შემომავალი ერთდროული ზარები 5-ს არ აღემატება, ხმის გადაცემის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად, თქვენ დაგჭირდებათ 500 კილობიტი წამში ინტერნეტკავშირი, ხოლო თუკი ერთდოული ზარები 20-ს აჭარბებს, მაშინ თქვენი ინტერნეტ ჩამოწერის სიჩქარე მინიმუმ 2 მეგაბიტი უნდა იყოს წამში.
გარდა ამისა, თუკი შეზღუდული სიჩქარის ინტერნეტი გაქვთ, ხშირ შემთხვევაში, ტრაფიკის უმეტესი რესურსი შეიძლება ათვისებულ იქნას სხვა მიზნებით და სატელეფონო საუბრებისათვის დარჩეს არასაკმარისი რაოდენობა, რაც გამოიწვევს საუბრის ხარისხის დავარდნას. შესაბამისად, ვოიპ ჰოსტინგის გამოყენებისას, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს კომპანიაში არ ხდება ინტერნეტის ტრაფიკის არამიზნობრივი განაწილება.
თუ მაინც არ ხართ დარწმუნებული, თუ რა სიჩქარის ინტერნეტი გესაჭიროებათ, სთხოვეთ ვოიპ პროვაიდერს წინასწარ მოახდინოს ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება, რათა ვოიპ ჰოსტინგის მომსახურებაზე გადასვლის შემდგომ არ წააწყდეთ ტექნიკურ ხარვეზებს.
2) მოძველებული და არათავსებადი აპარატურა:
მოძველებულ როუტერები შესაძლოა არ იყოს თავსებადი ვოიპ სატელეფონო აპარატურასთან და ინტერნეტის საშუალებით ხმის გადაცემის მეთოდოლოგიასთან. შესაბამისად, ეცემა სატელეფონო ზარების ხარისხი. სატელეფონო სისტემის ჰოსტინგისთვის საჭირო, თავსებადი როუტერების ფასები, დღესდღეობით საქართველოში 30 ლარიდან იწყება, გამომდინარე მათი ფუნქციონალობის, დატვირთვისა და ხარისხის მახასიათებლებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ვოიპ ტელეფონია საკმაოდ დიდ შეღავათს იძლევა, ეს ინვესტიცია ნამდვილად გამართლებულია. საჰოსტინგო მომსახურებაზე გადასვლის წინ, სასურველია ვოიპ პროვაიდერს სთხოვოთ შეამოწმოთ თქვენს კომპანიაში არსებული როუტერები და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, ჩაანაცვლოთ მოძველებული ახლით.
3) თანამშრომლების გუნდის ტრენინგი
ვოიპ ჰოსტინგის არჩევის მთავარ ფაქტორს, სწორედ მრავალფეროვანი სატელეფონო ფუნქციები წარმოადგენს, თუმცა ეს შესაძლოა სრულად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს, თუკი თქვენმა თანამშრომლებმა არ იციან მათი გამოყენება. მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი სატელეფონო ფუნქცია, როგორიცაა ზარების გადართვა სხვადასხვა განყოფილებებსა და ფილიალებში. სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას დარწმუნდით, რომ ვოიპ პროვაიდერი გაწვდით მარტივ ინსტრუქციებს თქვენთვის სასურველი სატელეფონო ფუნქციების გამოყენების შესახებ და რომ ეს ინსტრუქციები თქვენი ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომი და გასაგებია.
4) არასწორად დაკონფიგურირებული შიდა ქსელი
ვოიპ სატელეფონო ზარების გადაცემა ხდება ინტერნეტის საშუალებით, ამიტომ, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ კომპანიის შიდა ქსელი სწორადაა დაკონფიგურირებული, რათა თავიდან ავიცილოთ ხმის წყვეტები და სხვა სატელეფონო ხარვეზები. ხშირად ეს პრობლემები შედარებით ადვილად მოგვარებადია, თუკი იყენებთ ვოიპისთვის შესაბამის როუტერებს და როუტერები სწორადაა დაკონფიგურირებული თქვენი პროვაიდერის მიერ.
5) უსაფრთხოების პრობლემები
ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის მონაცემების უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხია, შესაბამისად, საჰოსტინგო მომსახურების დროს უნდა დარწმუნდეთ, რომ არამხოლოდ თქვენი დოკუმენტური მონაცემები, არამედ თქვენი სრული სატელეფონო კომუნიკაცია აბსოლუტურად დაცულია თავდასხმებისგან. საჰოსტინგო მომსახურებაზე გადასვლის წინ, შეამოწმეთ, რომ თქვენი ვოიპ პროვაიდერი იყენებს რამდენიმესაფეხურიან თავდაცვის სისტემას როგორც თქვენი აპარატურისთვის, ასევე საკუთარ ინფრასტრუქტურაში, თქვენი სატელეფონო კომუნიკაციის დასაცავად.
Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.