VoIp სატელეფონო სისტემების მიმართ მოთხოვნის ზრდა რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია: სატელეფონო სისტემებზე წვდომა იმ გეოგრაფიული ლოკაციებიდან, სადაც ტრადიციული სატელეფონო ხაზები ხელმისაწვდომი არ არის; სატელეფონო კომუნიკაციაზე ტრადიციული სატელეფონო სისტემებისთვის მონოპოლიის ჩამორთმევა; ტარიფების შემცირება და სხვ.
VoIp ტექნოლოგიის მიმართ მომხმარებლის ინტერესი, 2004 წლიდან გაიზარდა რაც სატელეფონო ზარების ტარიფების შემცირებამ, კომპანიების საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაიოლებამ და მარტივმა, მრავალფეროვანმა ფუნქციონალმა გამოიწვია, გარდა ამისა, მათი გამოყენება რიგითი მომხმარებლებისთვის გაცილებით მარტივი და ინტუიტური პროცესია. შეიქმნა მრავალი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა VoIp ტელეფონიის სწრაფ და მარტივ ინსტალაციას.
დღესდღეობით, ვოიპ სისტემაში, ინტერნეტთან დაკავშირებული სტანდარტული სატელეფონო აპარატები გამოიყენება, რამაც სატელეკომუნიკაციო სფეროში, მრავალი ფუნქციონალი შემოიტანა:
ხარჯების შემცირება – VoIP სერვის პროვაიდერების მოწოდებული ფასები საგრძნობლად დაბალია, ვიდრე ტრადიციული სატელეფონო კომპანიების ტარიფები. გარდა ამისა, კომპანიებს ოფისების მდებარეობის შეცვლისას არ უწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა სატელეფონო ინფრასტრუქტურის თავიდან გასამართად, რადგან VoIP სატელეფონო სისტემები მობილურ სისტემებს წარმოადგენს და მათი გადატანა უპრობლემოდ ხდება ნებისმიერ ახალ ოფისში, რომელსაც აქვს ინტერნეტზე წვდომა.
გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სატელეფონო სადგურის ვირტუალიზაცია. მრავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია ბიზნესს საკუთარი სატელეფონო სადგურით მომსახურებას სთავაზობს, რაც კიდევ უფრო ამცირებს VoIp სატელეფონო სისტემების გამართვის ხარჯებს, რადგან კომპანიებს აღარ უწევთ სატელეფონო ქსელის ფუნქციონირებისთვის საჭირო ცალკე სერვერის შეძენა და სისტემის მოვლისთვის პერსონალის დაქირავება. საჭირო ხდება მხოლოდ სატელეფონო აპარატების შეძენა და ოფისებში განთავსება. სატელეკომუნიკაციო კომპანიები საკუთარ თავზე იღებენ სატელეფონო სისტემის გამართვასა და შემდგომ მოვლას.
VoIp სატელეფონო სისტემები მოქნილი სისტემებია და ისეთი ტიპის ფუნქციონალობების გამოყენების საშუალებას იძლევა, როგორიც შეუძებელია ტრადიციული სატელეფონო სისტემებიდან მივიღოთ, მაგალითად:
კომპანიის რამდენიმე დაშორებული ოფისის ერთ შიდა ქსელში გაერთიანება (რაც მოიცავს სხვადასხვა ქალაქებში ან თუნდაც საზღვარგარეთ მდებარე ოფისებს) და ამარტივებს კომპანიის შიდა კომუნიკაციას.
ხმოვანი მესიჯების და ფაქსის ელექტრონული ფოსტით მიღების საშუალება. ხმოვანი შეტყობინებები და ფაქსები ავტომატურად გადამისამართდება სასურველ ელქტრონულ ფოსტაზე; ასევე, მარტივდება მათი შენახვა, დაარქივება ან საჭიროების შემთხვევაში – სხვა ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა.
პროდუქტიულობის გაზრდა: VoIp სატელეფონო სისტემებით შესაძლებელია 1 შემომავალი ზარი შემოვიდეს რამოდენიმე სატელეფონო აპარატზე ერთდრულად. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ქოლცენტრებში, სადაც ერთი სატელეფონო ოპერატორის ადგილზე არყოფნის დროს შემომავალი სატელეფონო ზარები შევა სხვა ოპერატორებთან და სატელეფონო ზარი არ დაიკარგება.
შემომავალი ზარებზე მოცდის რეჟიმის დაყენება: თუკი კომპანიაში მრავალი ერთდროული შემომავალი ზარი ხორციელდება, განისაზღვრება ზარების რიგითობა, სადაც ერთ მომხმარებელთან საუბრის დროს, დანარჩენი მომხმარებლების მუსიკის ფონზე ელიან საკუთარ ჯერს. ეს ფუნქცია გარანტიას იძლევა, რომ არც ერთი შემომავალი ზარი არ დარჩება უპასუხო.
შემომავალი და გამავალი ზარების დეტალური სტატისტიკა:
ელექტრონული სახით მიღებული რეპორტები, დროის გარკვეულ შუალედში, შემომავალი და გამავალი ზარების შესახებ სრულ სტატისტიკურ ინფორმაციას შეიცავს, ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს კომპანიას, განსაზღვრონ სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხი და ეფექტიანობა.
სატელეფონო კონფერენციების მოწყობა: დიდ დისტანციაზე სატელეფონო კონფერენციების განხორციელება და ე.წ. „ხელის აწევის“ – ინდივიდუალური ტელეფონისთვის ხმის ჩართვა-გამორთვის შესაძლებლობა.
ადვილი ინსტალაცია, გამოყენება: რამდენადაც VoIp სისტემებს აღარ სჭირდება ტრადიციული სატელეფონო ხაზები, სისტემების საოფისე სივრცეში ინსტალაცია გაცილებით სწრაფად და ადვილად ხორციელდება. VoIP სისტემები ასევე ამარტივებს დამატებითი სატელეფონო ფუნქციონალის იმპლემენტაციის შესაძლებლობას კომპანიების სატელეფონო ქსელზე. ხმის გარდაქმნა,პროგრამის საშუალები, ციფრულ სიგნალებად ხდება, ეს კი ამარტივებს სატელეფონო სისტემის მოვლას და საჭიროების შემთხვევაში, იძლევა მისი კომპონენტების შეცვლის შესაძლებლობას.
Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.