კომპანიის ბაზარზე პოზიციონირების და ბრენდინგის შემუშავებისას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს თანამედროვე სატელეფონო სისტემა და კავშირი კომპანიის მომხმარებლებთან.
VoIP ტექნოლგიის ფართო გავრცელებამდე (და ხშირს შემთხვევაში შემდეგაც) მრავალფუნქციონალური სატელეფონო სისტემა ითვლებოდა დიდ დანახარჯებთან დაკავშირებულ პროექტად, რომელთა განხორციელება შეეძლოთ მხოლოდ დიდ კომპანიებს. პროფესიონალური სატელეფონო მისალმება, ხმოვანი მენიუ, მოლოდინის რეჟიმი, სამუშაო დროის მიხედვით ზარების განკარგვა, უკუკავშირი – ეს არის იმ ფუნქციების მწირი ჩამონათვალი, რომელსაც თქვენ, როგორც მომხმარებელი, ელოდებით დიდ ბანკებში, სადაზღვევო ან საერთაშორისო კომპანიებში დარეკვისას, შედეგად, აღნიშნული ფუნქციონალურობა წარმოადგენს, დიდი, მასიური და წარმატებული კომპანიის ატრიბუტს.
კომპანია არკომის ინოვაციური ტექნოლოგიით და მომსახურებით, შესაძლებელია იდენტური სატელეფონო სისტემის უზრუნველყოფა ნებისმიერი ზომის კომპანიისათვის, რის მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა პირველივე ზარიდან, საკუთარ მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხის მაქსიმუმამდე გაზრდა და ამავდროულად, უკუკავშირის მაჩვენებლის მატებაც, რისი საშუალებითაც, მინიმუმამდე დადის უპასუხო ზარების რაოდენობა.
სრული სურათისა და სერვისი უპირატესობების აღსაწერად, მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითები, რომლებიც შედგენილია ჩვენი რეალური მომხმარებლების სამუშაო სპეციფიკის შესწავლისა და დაკვირვების შედეგად:
სამშენებლო კომპანია – რომელიც ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას თბილისის მასტაბით 6 სხვადასხვა ლოკაციაზე და შესამამისად, აქვს გაყიდვების და კლიენტების მომსახურების 6 ფილიალი. როდესაც ერთი კომპანიის ოფისები განაწილებულია გეოგრაფიულად დაშორებულ ადგილებში, ითვლება, რომ სატელეფონო სისტემის მოწყობა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, არ არის საიმედო, და აქვს დიდი დანახარჯი შემდგომი, აუცილებელი კადრების დამატების სახით. კომპანიების უმეტესობა ყველაზე მარტივ გამოსავალს ირჩევს – იყენებენ ე.წ. „მორიგე მობილურ ტელეფონებს“როდესაც, თითო ფილიალში ერთი მობილური ტელეფონის ნომერია – რაც პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობაში დამაბნეველია, რამოდენიმე მიზეზის გამო:
შეცდომის ფაქტორი – როდესაც ვებ-გვერდზე ან facebook-ზე მითითებულია რამოდენიმე ტელეფონის ნომერი, პოტენციურ კლიენტს შეუძლია დარეკოს ნომერზე, რომელზეც მას კომპეტენტურ პასუხს ვერ გასცემენ (მაგალითად სხვა ფილიალში), რის გამოც, კომპანიის თანამშრომელს უწევს აუხსნას პოტენციურ კლიენტს, უთხრას ახალი ნომერი – მსგავს შემთხვევებში, ძალიან დიდი არის რისკი იმისა, კლიენტმა აღარ გადარეკოს და გააგრძელოს სხვა კომპანიის ძიება;
ერთდროული ზარების რაოდენობა – ხშირ შემთხვევაში, განსაკუთებით როდესაც სატელეფონო საუბარი კლიენტთან ხანგრძლივია – შეიძლება შემოვიდეს მეორე ან მესამე ზარიც, რაც სხვა კლიენტებისათვის დაკავებას ნიშნავს – ზარები ხანგრძლივია ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი გადმორეკვას უშედეგოდ ცდილობს; ეს დაბრკოლებები საბოლოო განწყობაზე და კომპანიისადმი დამოკიდებულებაზე ნეგატიურად მოქმედებს;
ზარების განკარგვა დროის მიხედვით – კომპანია მუშაობს 9-დან 6-მდე, შაბათ-კვირის გარდა, თუმცა მომხმარებლები შეიძლება რეკავდნენ არასამუშაო დროსაც, რაც ქმნის დიდ ალბათობას იმისა, რომ ზარს არავინ უპასუხებს, რაც კლიენტისთვის უყურადღებობის ტოლფასი შეიძლება იყოს.
სოლიდურობის ეფექტი – როდესაც მომხმარებელი პირდაპირ მობილურზე რეკავს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კოპანია არ არის ბოლომდე მზად კლიენტებთან შესაბამის დონეზე ურთიერთობისათვის.
ჩვენი სერვისების გამოყნებით, აღნიშნულ კონკრეტულ მაგალითში, კომპანიას შეუძლია ყოველგვარი პირველად დანახარჯების გარეშე (ტელეფონის აპარატების გარდა) მოასწყოს სატელეფონო სისტემა რომელიც ჩამოთვლილ პრობლემებს აღმოფხვრის მთლიანად და მომხმარებლებთან კავშირს გაზრდის 95%-მდე.
ხმოვანი მისალემის და მენიუს მეშვეობით მომლოდინე აბონენტი თავად შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას, თუ კომპანიის რომელ წარმომადგენელთან სურს ლაპარაკი – აირჩიოს კონკრეტული ფილიალი, ან კონკრეტული მიმართულება;
მიმართულების არასწორად არჩევის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომელმა მარტივად შეიძლება გადაამისამართოს კლიენტი შესაბამის ფილიალში
მოლოდინის რეჯიმს ფაქტიურად ნოლამდე დაჰყავს დაკარგული ზარების რაოდენობა – თუ თანამშრომელი დაკავებულია, მომხმარებლის ზარი დაყოვენბულია, სადაც მას სასიამოვნო მუსიკის პარარელურად პერიოდულად ესმის კომპანიისსათვის სასურველი შეტყობინება, რომელიც შეიძლება იყოს რიგითობის ანონსირება, ან კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაცია.
დაკარგული ზარის შემთხვევაში, შესაბამის თანამშრომელს, სურვილის მიხედვით შეუძლია მიუვიდეს შეტყობინება ელ-ფოსტით გამოტოვებული ზარის, ნომრის და თარიღის მითითებით.
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ზარების გადამისამართება მობილური ტელეფონის ნომერზეც – თუ თანამშრომელი არ იმყოფება ადგილზე ან ოფისში არის რაიმე სახის ხარვეზი (ელექტროენერგიის ან ინტერნეტის პრობლემა) – ეს ფუნქცია ფაქტიურად გამორიცხავს ზარის დაკარგვის შესაძლებლობას.
არასამუშაო საათების და უქმე დღეების მიხედვით ზარების განკარგვა – თუ მომხმარებელმა დარეკა არასამუშაო საათებში ან უქმე დღეებში, ის მოისმენს შესაბამის შეტყობინებას, და სურვილის შემთხვევაში, კომპანიის თანმშრომელიც მიიღებს მსგავსი ზარების რეპორტს ელ-ფოსტის საშუალებით.
მსგავსი სისტემის დანერგვის შემდეგ, სამშენებლო კომპანიამ მინიმუმამდე დაიყვანა გამოტოვებული ზარების რაოდენობა, გაზარდა უკუკავშირი და ზოგადი ურთიერთობის ხარისხი.
Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.